Accessibility links

logo-print

ავღანეთს წლის ბოლომდე დატოვებს 3800 ბრიტანელი ჯარისკაცი


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ დევიდ კამერონის განცხადებით, ბრიტანეთი აპირებს წლის ბოლომდე ავღანეთიდან 3800-მდე ჯარისკაცის გაყვანას. ამჟამად ბრიტანეთს 9000-კაციანი კონტინგენტი ჰყავს. 2014 წლის ბოლომდე ავღანეთში უნდა დარჩეს 5200 ბრიტანელი ჯარისკაცი, რის შემდეგაც, კამერონის განცხადებით, ბრიტანელი სამხედროების მცირე ნაწილი გასწევს დახმარებას ავღანელი ჯარსიკაცების გაწვრთნაში. ავღანეთში ბრიტანეთს ჰყავს სიდიდით მეორე კონტინგენტი, შეერთებული შტატების შემდეგ. 2001 წელს ავღანეთში სამხედრო ინტერვენციის შემდეგ დაღუპულია 430-ზე მეტი ბრიტანელი ჯარისკაცი.
XS
SM
MD
LG