Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი: საქართველომ თავი არ უნდა მოიჭრას მსოფლიოს წინაშე თალიბანიზაციით


”საქართველოს მთავრობამ, სამწუხაროდ, გუშინ კიდევ ერთხელ გამოაცხადა მასშტაბური ნგრევის პროგრამის შესახებ” - ამის თაობაზე დღეს ჟურნალისტებს განუცხადა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც „ექსპოჯორჯიაში“ იმყოფებოდა გამოფენაზე, სახელწოდებით „ჰოლანდიელი არქიტექტორების დღეები საქართველოში.“ როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ის არჩევნებამდე ამბობდა, რომ ”მნგრეველების დიდი ბრიგადის” მოსვლის საფრთხე არსებობდა, რასაც ბევრი გაზვიადებულად მიიჩნევდა. ”თანამედროვე ეპოქაში ერთადერთი მაგალითი პოლიტიკური ნიშნით ნგრევის არსებობს ავღანეთში, თალიბანის მიერ განხორციელებული” - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მისი თქმით, 21-ე საუკუნეში საქართველომ ”თავი არ უნდა მოიჭრას მსოფლიოს წინაშე თალიბანიზაციით და ახალი, თანამედროვე შენობების ნგრევით.” პრეზიდენტის შეფასება მასშტაბური ნგრევის პროგრამის შესახებ მოჰყვა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის 18 დეკემბრის განცხადებას, რომ თბილისში ავარიული სახლების სიმრავლის ფონზე ამფითეატრის მსგავს პროექტებზე ფული არ უნდა დაიხარჯოს, თუმცა, კანონის დარღვევით მშენებლობების შეჩერებას არ აპირებენ და რომელიმე პროექტის შეწყვეტის საკითხი პროფესიონალთა შესაბამისი დასკვნის საფუძველზე უნდა გადაწყდეს.
XS
SM
MD
LG