Accessibility links

logo-print

იუსტიციის სამინისტრო საგამოძიებო ჯგუფის გაძლიერებას გეგმავს


2008 წლის რუსეთ-საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტის დროს მომხდარი ფაქტების სრულფასოვანი გამოძიებისთვის საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მთავარ პროკურატურასთან ერთად გეგმავს საგამოძიებო ჯგუფის გაფართოებასა და გაძლიერებას - ამის შესახებ ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში. სამინისტრო აღნიშნავს, რომ საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად განაგრძობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან აქტიურ თანამშრომლობას, რომლის ფარგლებშიც მთავარი პროკურატურა ეფექტიან გამოძიებას ჩაატარებს 2008 წლის ომის დროს მომხდარ ფაქტებზე. იუსტიციის სამინისტროს განმარტებით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისში მიმდინარეობს საქმის პირველადი შესწავლა, რომლის შედეგად უნდა გაირკვეს, დაიწყება თუ არა გამოძიება. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ქვეყანაში მიმდინარე გამოძიების შესახებ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შემოდგომის დასაწყისში მიაწოდა ბოლო ინფორმაცია, რომელიც საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისის მიერ 27 ნოემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშშიც აისახა - ნათქვამია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.
XS
SM
MD
LG