Accessibility links

logo-print

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია შეშფოთებულია პაკისტანში იმუნიზაციის შეწყვეტით


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია შეშფოთებას გამოთქვამს პაკისტანში პოლიომიელიტის იმუნიზაციის კამპანიის შეწყვეტის გამო, რადგან შედეგად საფრთხე ემუქრება ამ დაავადების აღმოფხვრის საქმეში მიღწეულ პროგრესს. გაეროს სააგენტოებმა და პაკისტანის ხელისუფლებამ იმუნიზაციის კამპანია შეაჩერეს ამ კამპანიაში მონაწილე რამდენიმე პირის მკვლელობის შემდეგ. ოთხშაბათს მოკლეს ვაქცინაციაში მონაწილე ქალი და მისი მძღოლი. მანამდე, მიმდინარე კვირაშივე, პაკისტანის სხვადასხვა რეგიონში მოწყობილმა თავდასხმებმა შეიწირა კიდევ ექვსი ადამიანი. თალიბანი არაერთხელ დამუქრებია ვაქცინაციის კამპანიას, რომელშიც, მისი განცხადებით, დასავლელი და პაკისტანელი ჯაშუშები მონაწილეობენ. წელს პაკისტანში პოლიომიელიტით დაავადების სულ 56 ახალი შემთხვევა აღირიცხა, გაცილებით ნაკლები შარშანდელ 190 შემთხვევასთან შედარებით.
XS
SM
MD
LG