Accessibility links

logo-print

შსს-ს ინფორმაციით, დაწყებულია ქუთაისში მომხდარი ინციდენტის გამოძიება


საქართველოს შსს-ს ინფორმაციით, დაწყებულია ქუთაისში 19 დეკემბერს მომხდარი ინციდენტის გამოძიება, რომელსაც სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე, ანუ ხულიგნობის მუხლით აწარმოებს ქუთაისის რაიონული სამმართველო. სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სამართალდამცავები დაადგენენ ყველა კანონდამრღვევ პირს, მათ მიმართ სათანადო რეაგირებას მოახდენენ და გამოძიების შედეგების თაობაზე საზოგადოებას სრულ ინფორმაციას მიაწვდიან. გამოძიების დაწყებას მიესალმა სახალხო დამცველი, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ ჭეშმარიტების დასადგენად სამართალდამცავები სწრაფად და ეფექტურად იმოქმედებენ. ამასთან, ქუთაისში მომხდარი ინციდენტის გამო უჩა ნანუშავილის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მიუხედავად ადგილზე სამართალდამცავების ყოფნისა, მათ სიტუაციის განმუხტვა ვერ შეძლეს.
XS
SM
MD
LG