Accessibility links

logo-print

მიხეილ სააკაშვილმა ”საოცრებები” უწოდა ქუთაისში მომხდარი ინციდენტის მონაწილეებს


პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც დღეს რუსთავში შეხვდა თვითმმართველობის წარმომადგენლებს, განაცხადა, რომ პოლიციას წინასწარ ჰქონდა დავალებული, არ ჩარეულიყო ქუთაისში 19 დეკემბერს მომხდარ ინციდენტში. ნაციონალური მოძრაობის ქუთაისის ოფისთან, სადაც პრეზიდენტი საპარლამენტო უმცირესობის წევრებს ხვდებოდა, მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით მიმდინარეობდა აქცია, რომელიც მისი მონაწილეებისა და ნაციონალური მოძრაობის წევრების დაპირისპირებაში გადაიზარდა. დღევანდელი გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ Facebook-ით იღებს წერილებს თხოვნით, ნუ ეწყინება, რადგან ინციდენტში ქუთაისელები არ მონაწილეობდნენ. პრეზიდენტმა აქციაში მონაწილეებს ”საოცრებები” უწოდა და დასძინა, რომ ბოდიშს იხდიდნენ პოლიციელები, რადგან დილიდან მიიღეს ინსტრუქცია საშუალება მიეცათ ”ერთი კონკრეტული პარტიის აქტივისტებისთვის რაღაც გაუკეთონ პრეზიდენტს.”
XS
SM
MD
LG