Accessibility links

ეკა ბესელია: ნებისიმიერი პროცესი კანონის დაცვით უნდა წარიმართოს


ვანო მერაბიშვილის და ნაციონალური მოძრაობის სხვა წარმომადგენლების მხრიდან თავისუფალ მედიაზე ზეწოლასა და რეპრესიებზე საუბარი მიუღებელია საპარლამენტო უმრავლესობისთვის. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ”ბნელეთსა და უბედურებაში ხალხი სწორედ ნაციონალურ მოძრაობას ჰყავდა 9 წლის განმავლობაში, როდესაც მერაბიშვილის დავალებით ადამიანებს არა მხოლოდ აპატიმრებდნენ, არამედ პირდაპირ ქუჩაში კლავდნენ.” ბესელიას თქმით, ახალი მმართველი გუნდი მხოლოდ იმის მომხრეა, რომ ნებისიმიერი პროცესი კანონის და სამართლიანობის პრინციპის დაცვით წარიმართოს.
XS
SM
MD
LG