Accessibility links

logo-print

ვანო მერაბიშვილი: ნაციონალური მოძრაობა იძულებული გახდა მუშაობის სხვა რეჟიმზე გადაერთოს


ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას დაკავება გაუგონარი ფაქტია. მერაბიშვილის თქმით, დამოუკიდებელი მედიასაშუალების ხელმძღვანელის დაკავება არ მომხდარა მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში, მათ შორის რუსეთში. ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა სასაცილო უწოდა ენერგეტიკის და ფინანსთა ყოფილი მინისტრის ალექსანდრე ხეთაგურის დაკავების მიზეზს. მერაბიშვილის შეფასებით, ივანიშვილი და მისი მთავრობა ვერ ახერხებენ ვერცერთი წინასაარჩევნო დაპირების შესრულებას და სურთ ქვეყანაში არ არსებობდეს არავინ და არაფერი, რაც ივანიშვილის პირად დიქტატს არ ექვემდებარება. ”ამ ფონზე ნაციონალური მოძრაობა იძულებული გახდა მუშაობის სხვა რეჟიმზე გადაერთოს, რათა საქართველოში არ დაუშვას დემოკრატიის შეზღუდვა და ქვეყანა არ დააბრუნოს ბნელ წარსულში”, - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა. მას არ დაუკონკრეტებია, რას ითვალისწინებს ”მუშაობის სხვა რეჟიმი.”
XS
SM
MD
LG