Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში მიმდინარეობს ქართველი სამხედროს ძიება-გადარჩენის ოპერაცია


ავღანეთში ქართული სამშვიდობო კონტინგენტიდან ჯარისკაცი გაუჩინარდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ მიმდინარეობს ჯერჯერობით გაურკვეველ ვითარებაში 19 დეკემბერს გაუჩინარებული ქართველი სამხედროს ძიება-გადარჩენის ოპერაცია, რომელსაც საერთაშორისო უსაფრთხოების ძალების სარდლობა აწარმოებს. სამინისტროს ცნობით, მომხდარის შესახებ ინფორმირებულია სამხედრო მოსამსახურის ოჯახი, ავღანეთში მყოფმა ქართულმა ქვედანაყოფებმა კი უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებითვე, ძიება-გადარჩენის ოპერაციის ინტერესებიდან გამომდინარე, მომხდარი ფაქტის კონკრეტული დეტალები არ სახელდება.
XS
SM
MD
LG