Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის პრეზიდენტი ინსულტის სამკურნალოდ გერმანიაში ჩავიდა


ერაყის პრეზიდენტი, ჯალალ თალაბანი გერმანიაში ჩავიდა ინსულტის სამკურნალოდ. სააგენტო „ფრანს-პრესი“ ავრცელებს 79 წლის ლიდერის ნათესავის სიტყვებს, რომ ის ბერლინთან ახლოს მდებარე საავადმყოფოში იმკურნალებს. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდო ვესტერველემ თალაბანის „სწრაფი და სრული განკურნება“ უსურვა. უფრო ადრე ექიმებმა განაცხადეს, რომ პრეზიდენტის ჯანმრთელობისა მდგომარეობა საკმარისად გაუმჯობესდა საიმისოდ, რომ მან მოგზაურობა შესძლოს. თუმცა რადიო თავისუფლებას ორმა წყარომ აცნობა, რომ თალაბანი ორშაბათის შემდეგ უგონო მდგომარეობაში იმყოფება. პრეზდიენტი სწორედ ორშაბათს მოხვდა საავადმყოფოში, ოფიციალური პირების ცნობით ინსულტის გამო. პრეზიდენტის ვებსაიტზე განთავსებულ ცნობაში წერია, რომ მას არტერიების გამაგრება აწუხებს. თალაბანი - ვეტერანი ქურთი ლიდერი - ერაყის პირველი არა-არაბი პრეზიდენტი 2005 წელს გახდა.
XS
SM
MD
LG