Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი მხარს უჭერს აშშ-ის მაგნიტსკის კანონზე სახელმწიფო სათათბიროს პასუხს


რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა წინასწარი მხარდაჭერა გამოუცხადა სახელმწიფო სათათბიროს მიერ პირველ ეტაპზე დამტკიცებულ კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს აშშ-ის მოქალაქეებისთვის რუსი ბავშვების შვილად აყვანის აკრძალვას. საპრეზიდენტო პრეს-კონფერენციაზე გამოსვლისას პუტინმა განაცხადა, სათათბიროს მიერ აშშ-სთვის გაცემული პასუხი „ემოციური, მაგრამ ადეკვატური“ იყოო. კანონპროექტი შეიმუშავეს მაგნიტსკის აქტის პასუხად. ეს აქტი სანქციებს უწესებს რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც ადამიანის უფლებების დარღვევაში არიან ეჭვმიტანილი. პუტინის თქმით, აშშ-ის მიერ შემოღებული კანონი „წამლავს“ მოსკოვსა და ვაშიგტონს შორის ურთიერთობას. თუმცა მან დასძინა, რომ რუსეთის მიერ შემუშავებულ პროექტში გამოყენებულ ზუსტ ფორმულირებას უნდა გაეცნოს საიმისოდ, რომ ის კანონად იქცეს. მაგნიტსკის აქტი გასულ კვირაში შევიდა ძალაში. ის სერგეი მაგნიტსკის სახელს ატარებს - კორუფციასთან მებრძოლი რუსი ადვოკატის, რომელიც რუსეთის ციხეში ფიზიკური ზეწოლის ქვეშ იყო და იქ 2009 წელს გარდაიცვალა.
XS
SM
MD
LG