Accessibility links

logo-print

მიხეილ სააკაშვილი გმობს ადგილობრივ თვითმმართველობებზე თავდასხმებს


საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, რომელიც მან დღეს საღამოს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გამოთქვა, "საკრებულოებში შევარდნა, ეს არის შეტევა პრეზიდენტის ინსტიტუტზე", ისევე როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაზე და სასამართლოს ინსტიტუტზე. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ყველას უნდა ესმოდეს, რომ თვით პრეზიდენტი ზუსტად ისევეა არჩეული, როგორც არიან არჩეული მარტვილის, ქუთაისისა და სხვა ქალაქების საკრებულოები და ისინი ზუსტად ისე უნდა იყვნენ დაცული, როგორც პრეზიდენტი. სააკაშვილმა განაცხადა ასევე, რომ პრეზიდენტის სასახლიდან დაცვის მოხსნის შემთხვევაშიც განაგრძობს ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობას. მიხეილ სააკაშვილმა ხუთშაბათს გამართულ ბრიფინგზე დასმული ერთ-ერთი შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა აგრეთვე, რომ პოლიტიკაში დარჩება პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგაც და არ აპირებს საქართველოდან წასვლას.
XS
SM
MD
LG