Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯულიან ასანჟი მომავალ წელს მეტი საიდუმლო ინფორმაციის გამოქვეყნებას აპირებს


”ვიკილიკსის” დამფუძნებელმა ჯულიან ასანჟმა განაცხადა, რომ კიდევ ”მილიონობით” ინფორმაციას გამოაქვეყნებს. ხუთშაბათს ეკვადორის საელჩოს აივნიდან ასანჟმა განაცხადა, რომ მომავალ წელს საჯაროს გახდის აშშ დიპლომატიური მიმოწერას, რომელიც მის ორგანიზაციას ამერიკელმა ჯარისკაცმა მიაწოდა. ასანჟის მტკიცებით, მასალები, რომლის გამოქვეყნებასაც ”ვიკილიკსი” აპირებს, ”შეეხება ყველა ქვეყანას მსოფლიოში”. ასანჟმა პატივისცემა გამოხატა ამერიკელი ჯარისკაცის ბრედლი მენინგის მიმართ, რომელსაც 22 დანაშაულში ედება ბრალი, მოწინააღმდეგისთვის დახმარების გაწევის ჩათვლით. ასანჟმა თქვა, რომ მკაცრი პირობების მიუხედავად, მენინგმა შეინარჩუნა ღირსება სამხედრო ციხეში. აშშ-ის მიერ ”ვიკილიკსის” წინააღმდეგ წარმოებულ გამოძიებას ასანჟმა ”ამორალური” უწოდა და გააკრიტიკა ავსტრალიის მთავრობა, რადგან ვერ შეძლო მისი დაცვა. ასანჟი ავსტრალიის მოქალაქეა. ექვსი თვის წინ ეკვადორის საელჩოს შეაფარა თავი შვედეთში დეპორტაციის თავიდან ასაცილებლად. შვედეთში მას გაუპატიურებაში დასდეს ბრალი.
XS
SM
MD
LG