Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პარლამენტმა დაამტკიცა „მაგნიტსკის აქტის“ საპასუხო კანონპროექტი


რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ დიდი უმრავლესობით დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც შეერთებული შტატების მოქალაქეებს უკრძალავს რუსეთში შვილის აყვანას. კანონპროექტი შემუშავდა მას შემდეგ, რაც შეერთებულ შტატებში მიიღეს კანონი, რომელიც ითვალისწინებს სანქციებს ადამიანის უფლებების დარღვევაში ბრალდებული რუსი ოფიციალური პირების წინააღმდეგ. კანონს ეწოდება „მაგნიტსკის აქტი“ - უკავშირდება მოსკოვის ციხეში 2009 წელს რუსი ადვოკატის, სერგეი მაგნიტსკის სიკვდილს. იმისათვის, რომ კანონად იქცეს, კანონპროექტი, რომელიც დღეს დაამტკიცა რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ, უნდა დაამტკიცოს პარლამენტის ზედა პალატამაც, ხოლო შემდეგ მას ხელი უნდა მოაწეროს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.
XS
SM
MD
LG