Accessibility links

logo-print

პაკისტანში იმართება აქციები ვაქცინაციაში მონაწილეთა მკვლელობის გასაპროტესტებლად


პაკისტანში ყველაზე გავლენიანი სასულიერო პირებიდან რამდენიმე გამოდის ფართომასშტაბიანი აქციებისაკენ მოწოდებით, პოლიომიელიტის ვაქცინაციის კამპანიაში მონაწილეების მკვლელობის გასაპროტესტებლად. პაკისტანის „ულემის საბჭოს“ თავმჯდომარე ტაჰირ აშრაფის განცხადებით, ამ საბჭოსთან დაკავშირებულ 24 000-მდე მეჩეთში პარასკევის ქადაგების დროს დაგმობენ ჯანდაცვის სისტემის მუშაკთა მკვლელობებს. გასულ კვირაში მოკლეს ვაქცინაციის კამპანიის ცხრა მონაწილე, უმეტესწილად ახალგაზრდა ქალები, რის გამოც პოლიომიელიტის იმუნიზაციის კამპანია შეჩერებულ იქნა პაკისტანის რამდენიმე რეგიონში. ისლამისტი ექსტრემისტები ირწმუნებიან, რომ კამპანია ემსახურება შეერთებული შტატების ჯაშუშებს და რომ ვაქცინა ჯანმრთელობას ვნებს.
XS
SM
MD
LG