Accessibility links

logo-print

დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე საუკეთესო გამოსავლად მიიჩნევენ ნიკა გვარამიას თავდებით გათავისუფლებას


სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის პირველი დამფუძნებლების დავით დვალის და ჯარჯი აქიმიძის განცხადება გაავრცელა დღეს ინტერნეტპორტალმა Media.ge-მ. დვალი და აქიმიძე აღნიშნავენ, რომ ნაციონალური მოძრაობა ცდილობს რუსთავი 2-ის გარშემო ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები წარმოაჩინოს თავისუფალი მედიის წინააღმდეგ მიზანმიმართულ ბრძოლად. ”ეს ვალდებულს გვხდის საზოგადოებას შევახსენოთ, რომ 2004 წელს, სწორედ ხელისუფლების უმაღლესი პირების მხრიდან ზეწოლით და იძულებით მოხდა ნაციონალური მოძრაობის მიერ რუსთავი 2-ის მითვისება, რის შედეგად ტელევიზია გადაიქცა პარტიულ პროპაგანდისტულ იარაღად”, - ნათქვამია დავით დვალის და ჯარჯი აქიმიძის განცხადებაში. რუსთავი 2-ის დამფუძნებლები გამოთქვამენ რწმენას, რომ მოქმედი გენერალური დირექტორის დაკავება არ არის პოლიტიკური ზეწოლის მცდელობა მედიაზე და შექმნილ ვითარებაში, ყველა შეკითხვის მოსახსნელად საუკეთესო გამოსავლად მიიჩნევენ ნიკა გვარამიას თავდებით გათავისუფლებას. ”გვჯერა, რომ გამჭვირვალე და ობიექტური გამოძიების შედეგად, ერთად შევძლებთ რუსთავი 2-თვის თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის სახელის დაბრუნებას, გამიჯნულს ნებისმიერი პოლიტიკური და პარტიული ზეგავლენისგან”, - ნათქვამია დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძის განცხადებაში.
XS
SM
MD
LG