პაკისტანში დაზვერვის უწყების ინფორმაციით, სამხრეთ ვაზირისტანის რეგიონში მოკლეს თალიბანის სარდალი მაულვი აბასი. სამხრეთი ვაზირისტანი ავღანეთს ესაზღვრება. ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა ჩვენი რადიოს კორესპონდენტს უთხრეს, რომ პარასკევს დილით ქალაქ ვანის ბაზარში აფეთქების შედეგად დაიღუპა ოთხი ადამიანი, მათ შორის მაულვი აბასი და მისი ვაჟიშვილი. დაიჭრა ექვსი ადამიანი. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არავის უკისრია.
ყველაზე პოპულარული
1