Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიუსელში მიმდინარეობს ევროკავშირ-რუსეთის სამიტი


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ბრიუსელში ხვდება ევროკავშირის ლიდერებს სამიტზე, რომელზეც მოსალოდნელია დავა რამდენიმე საკითხის - ენერგეტიკის, ვაჭრობის, ადამიანის უფლებების - გარშემო. დღევანდელი შეხვედრის დაწყებამდე ევროპის კომისიის პრეზიდენტმა ჰერმან ვან რუმპემ რუსეთს „სტრატეგიული პარტნიორი" უწოდა: „ევროპის კავშირსა და რუსეთს მართლაც სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს, რადგან ისინი აუცილებელი არიან ერთმანეთის უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარებისა და კეთილდღეობისათვის. ჩვენ ბევრის მოგება შეგვიძლია ერთმანეთთან თანამშრომლობით“. ევროკავშირ-რუსეთის სამიტზე მსჯელობენ ევროკავშირში ჩასასვლელად რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმების საკითხზეც.
XS
SM
MD
LG