Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო ადასტურებს, რომ სირიის მთავრობა იყენებს „სკადის“ ტიპის რაკეტებს


ნატოს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, სირიის ჯარი განაგრძობს მეამბოხეების წინააღმდეგ „სკადის“ ტიპის რაკეტების გამოყენებას. რასმუსენის დღევანდელი განცხადებით, საშუალო რადიუსში მოქმედი რაკეტების გამოყენების ფაქტი ცხადჰყოფს, რომ გამართლებული იყო ნატოს გადაწყვეტილება სირიის მეზობელ თურქეთში „პეტრიოტის“ კლასის რამდენიმე სარაკეტო კომპლექსის განთავსების თაობაზე. ნატომ და შეერთებულმა შტატებმა ამ ერთი კვირის წინ განაცხადეს, რომ სირიის ჯარმა თითქმის ორწლიან კონფლიქტში პირველად გამოიყენა ხმელეთი-ხმელეთის ტიპის რაკეტები. დამასკმა უარყო ეს ცნობა.
XS
SM
MD
LG