Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი ოფიციალური პირი: „პოლიტიკურად გადაწყვეტილია“ ბაზარზე ქართული პროდუქციის დაბრუნება


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, ანდრეი დენისოვის განცხადებით, „პოლიტიკურად გადაწყვეტილია“ რუსეთის ბაზარზე საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და ღვინის დაშვება. საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ ცნობით, ამის შესახებ დენისოვმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. მისივე თქმით, დარჩენილია მხოლოდ „ტექნიკური პროცედურები, რომლებიც უნდა გაფორმდეს, როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან“. როგორც დენისოვმა განაცხადა, რუსეთის სანიტარული სამსახური არ აპირებს, დამატებითი მონიტორინგი ჩაუტაროს ქართულ პროდუქციას. რუსეთის ფედერალურმა სამსახურმა ”როსპოტრებნადზორმა” 2006 წლის გაზაფხულზე აკრძალა რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინისა და მინერალური წყლის შეტანა, რის ოფიციალურ მიზეზადაც დასახელდა ქართული პროდუქციის დაბალი ხარისხი.
XS
SM
MD
LG