Accessibility links

logo-print

ევროკავშირ-რუსეთის სამიტზე ვერ შეძლეს უთანხმოების მოგვარება


ბრიუსელში დასრულდა ევროკავშირ-რუსეთის სამიტი, რომელზეც მხარეებმა ვერ შეძლეს რამდენიმე საკითხის გარშემო უთანხმოების მოგვარება. ამ საკითხებს შორის იყო ენერგეტიკა, ვაჭრობა და ადამიანის უფლებები. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მკაცრად გააკრიტიკა ევროკავშირში დაწესებული რეგულაციები, რომლებიც, ბრიუსელის განმარტებით, ემსახურება ენერგეტიკის სფეროში ბაზრებზე კონკურენციის გაძლიერებას. მაგრამ რუსეთის აზრით, ეს რეგულაციები მიმართულია მისი კომპანიის, „გაზპრომის“ წინააღმდეგ. პუტინმა ევროკავშირის ლიდერები გააკრიტიკა იმის გამოც, რომ აყოვნებენ რუსეთის მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, სავიზო რეჟიმზე უარის თქმა მხოლოდ „პოლიტიკურ ნებაზეა“ დამოკიდებული. სამიტზე ვერ მიაღწიეს ერთსულოვნებას ვერც სირიის საკითხში.
XS
SM
MD
LG