Accessibility links

logo-print

აშშ-ის პრეზიდენტი, სავარაუდოდ, ჯონ კერის დაასახელებს სახელმწიფო მდივნად


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა, სავარაუდოდ, დემოკრატ სენატორს, ჯონ კერის დაასახელებს სახელმწიფო მდივნად. მედია ავრცელებს ვაშინგტონის ადმინისტრაციის მაღალი რანგი წარმომადგენლების განცხადებებს, რომ ობამა პარასკევს იტყვის, ვინ შეარჩია სახელმწიფო დეპარტამენტის ახალ ხელმძღვანელად. შეერთებული შტატების სენატის მიერ დამტკიცების შემთხვევაში, ჯონ კერი სახელმწიფო მდივნის პოსტზე შეცვლის ჰილარი კლინტონს, რომელსაც აღარ სურს ამ თანამდებობაზე დარჩენა. ჯონ კერის სავარაუდო ნომინაციამდე რამდენიმე დღით ადრე, გაეროში შეერთებული შტატების ელჩმა, სიუზან რაისმა მოხსნა თავისი კანდიდატურა სავარაუდო ნომინანტების სიიდან, რესპუბლიკელი კონგრესმენებისაგან მძაფრი კრიტიკის საპასუხოდ. მიმომხილველები მოელიან, რომ კერი იოლად მოიპოვებს სენატორების მხარდაჭერას. ჯონ კერი იყო დემოკრატი კანდიდატი 2004 საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელმაც გამარჯვება მოუტანა რესპუბლიკელ ჯორჯ ბუშს.
XS
SM
MD
LG