Accessibility links

თენგიზ კიტოვანი საქართველოში ჩავიდა


საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, რუსეთიდან საქართველოში დაბრუნდა თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თენგიზ კიტოვანი. სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, კიტოვანმა მასთან საუბარში განაცხადა, რომ თვენახევარი დარჩება საქართველოში და დაბრუნდა იმიტომ, რომ შვიდი წელია, არ უნახავს ოჯახის წევრები. "სააკაშვილის მთავრობა ვერ მიტანდა მხოლოდ იმის გამო, რომ კიტოვანი ვიყავი. შვიდი წელია არ მინახავს შვილები, შვილიშვილები, შვილთაშვილები. ამიტომ გადავწყვიტე, ჩამოვიდე და ვნახო, ხომ მაქვს ამის უფლება?!", - განაცხადა კიტოვანმა. "ინტერპრესნიუსის" ცნობით, შეკითხვას, აქვს თუ არა მის დაბრუნებას კავშირი საქართველოში ხელისუფლების ცვლილებასთან, კიტოვანის კონკრეტული პასუხი არ მოჰყოლია. თუმცა, მან გამოთქვა აზრი, რომ ბიძინა ივანიშვილმა „გადაარჩინა საქართველო სააკავშილის რეჟიმისაკენ“.
XS
SM
MD
LG