Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი ამნისტიის შესახებ


საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი ამნისტიის შესახებ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შორის ზოგ მუხლთან მიმართებაში უთანხმოებისა და ხანგრძლივი დებატების მიუხედავად, კანონი ერთხმად დაამტკიცა 80-მა პარლამენტარმა. საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, პარლამენტმა "ამნისტიის შესახებ" კანონპროეტი მიიღო შემდეგი სახით: ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე, სამართლიანობის აღდგენაზე საზოგადოების მოთხოვნის შესაბამისად, პატიმართა და პირობით მსჯავრდებულთა რაოდენობის შემცირების მიზანშეწონილობისა და საზოგადოების უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მიერ კრიმინოგენური ვითარების კონტროლისა და პრევენციის სათანადო მექანიზმების არსებობის პირობებში, საქართველოს პარლამენტი, ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით, აცხადებს ამნისტიას.
XS
SM
MD
LG