Accessibility links

logo-print

სენატორი ჯონ კერი წარდგენილია სახელმწიფო მდივნის პოსტზე


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, სახელმწიფო მდივნის პოსტზე წარადგინა დემოკრატი სენატორი, ჯონ კერი. პრეზიდენტი ამ განცხადებით პარასკევს, თეთრ სახლში გამოვიდა. გავრცელებული ვარაუდით, კანდიდატურას იოლად დამტკიცებს სენატი - რის შემდეგაც კერი ამ პოსტზე შეცვლის ჰილარი კლინტონს, რომელმაც თავად სთხოვა ობამას მისთვის შემცვლელი ეპოვნა. პარალელურად, ვცელდება ცნობა იმის შესახებ, რომ თავდაცვის მინისტრის პოსტზე ობამა აპირებს ყოფილი რესპუბლიკელი სენატორის, ჩაკ ჰეიგელის დასახელებას. ორივე პოლიტიკოსი - კერიც და ჰეიგელიც - ვიეტნამის ომის ვეტერანია და ამ გამოცდილებამ დიდი გავლენა იქონია მათი მსოფლმხედველობის ფორმირებაზე. ჯონ კერის სავარაუდო ნომინაციამდე რამდენიმე დღით ადრე, გაეროში შეერთებული შტატების ელჩმა, სიუზან რაისმა მოხსნა თავისი კანდიდატურა სავარაუდო ნომინანტების სიიდან, რესპუბლიკელი კონგრესმენებისაგან მძაფრი კრიტიკის საპასუხოდ. ჯონ კერი იყო დემოკრატი კანდიდატი 2004 საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელმაც გამარჯვება მოუტანა რესპუბლიკელ ჯორჯ ბუშს.
XS
SM
MD
LG