Accessibility links

გვარამია, ხეთაგური და სხვა ბრალდებულები გირაოს სანაცვლოდ განთავისუფლდებიან


თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილ მაღალჩინოსნებს და მათთან ერთად კორუფციის ბრალდებით დაკავებულ სხვა პირებს გირაოთი განთავისუფლება შეუფარდა. ნიკა გვარამიას, კახა დამენიას, დევი კანდელაკს და ალექსანდრე ხეთაგურს 30-30 ათასი ლარის ოდენობის გირაოს გადახდა დაეკისრათ. იზაბელა გუტიძეს და გიორგი ნემსიწვერიძეს - 15-15 ათასი ლარის ოდენობით. გირაოს თანხის გადასახდელად 20-დღიანი ვადა განისაზღვრა. სასჯელაღსრულების დაწესებულებებს ბრალდებულები თანხის გადახდის შემდეგ დატოვებენ. ექვსივე პირი ქრთამის აღებისა და დოკუმენტების გაყალბების ბრალდებით არის დაკავებული. საქმეზე წინა სასამართლო სხდომა 31 იანვარსაა ჩანიშნული.
XS
SM
MD
LG