Accessibility links

ლავროვი: სირიის ქიმიური იარაღი „ამ ეტაპზე“ დაცულია


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ „ამ ეტაპზე“ სირიის ქიმიური იარაღი დაცულია და მთავრობის კონტროლს ქვეშაა. ლავროვი ამ განცხადებით პარასკევს გვიან საღამოს გამოვიდა, როცა ბრიუსელში გამართული ევროკავშირ-რუსეთის სამიტიდან თვითმფრინავით ბრუნდებოდა. ლავროვის თქმით, სირიაში ომს „არც ერთი მხარე არ მოიგებს“. მან დასძინა, რომ სირიის პრეზიდენტი, ბაშარ ალ-ასადი თანამდებობას არ დატოვებს, მაშინაც კი, თუკი ამაზე მის დაყოლიებას მოსკოვი და პეკინი შეეცდებიან. ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვებით, სირიის ოპოზიციის „დასავლელი სპონსორები“ ამ ძალაზე კონტროლს კარგავენ. ლავროვის განცხადებით, სირიის საკითხზე გაეროსა და არაბთა ლიგის წარმომადგენელი, ლახდარ ბრაჰიმი წლის ბოლომდე მოსკოვს ეწვევა მოლაპარაკების გამართვის მიზნით.
XS
SM
MD
LG