Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტეში კონსტიტუციაზე რეფერენდუმის მეორე ტური იმართება


ეგვიპტეში მიმდინარეობს ახალი კონსტიტუციის შესახებ რეფერენდუმის მეორე, დასკვნითი ტური. დოკუმენტის ოპონენტები თვლიან, რომ ის უპირატესობას ანიჭებს ისლამისტურ პარტიებს და უგულებელყოფს ქრისტიანების, სხვა უმცირესობების და ქალების უფლებებს. პრეზიდენტი მუჰამედ მურსი აცხადებს, რომ კონსტიტუციის მიღება აუცილებელი ნაბიჯია ეგვიპტის კიდევ უფრო მეტი დემოკრატიზაციისთვის. ახალი კონსტიტუციის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის გამოსვლები ალექსანდრიაში პარასკევს ძალადობაში გადაიზარდა - ორმა ჯგუფმა ერთმანეთს ქვები დაუშინა. პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლმდენი გაზი გამოიყენა.
XS
SM
MD
LG