Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარტიული კონფერენცია გამართა


"ნაციონალური მოძრაობა" შეინარჩუნებს მიღწევებს და კიდევ უფრო განვითარდება, რათა ხელისუფლებაში დაბრუნდეს, - ამის შესახებ პარტიის კონფერენციაზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა. „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ კონფერენციას ესწრებოდა უკრაინის საპარლამენტო პარტია "UDAR"("უკრაინის დემოკრატიული ალიანსი რეფორმებისთვის") ლიდერი, ცნობილი მოკრივე ვიტალი კლიჩკო, რომელმაც პარტიის სახელით თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა ნაციონალური მოძრაობის გენერალურ მდივან ვანო მერაბიშვილთან. შეთანხმება ითვალისწინებს, მხარეებმა განახორციელონ საერთო პროგრამები: ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ, დემოკრატიის გაძლიერებისკენ, სამოქალაქო საზოგადოების განვითარებასა და სახელმწიფო ადმინისტრირების ეფექტურობისა და ანგარიშვალდებულების შესახებ. ის ასევე მიზნად ისახავს ევროპული თანამეგობრობისა და ევროპული ინტეგრაციის გაძლიერებას.
XS
SM
MD
LG