Accessibility links

სააკაშვილი საქართველოში ნარკომანებისა და ნარკობარიგების მომრავლებაზე საუბრობს


თბილისი შპრიცებით გაივსო და ნარკოტიკები ისევ დიდი რაოდენობით შემოდის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა "ექსპო ჯორჯიაში" "ნაციონალური მოძრაობის" კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, ნარკომანიის დასამარცხებლად ვანო მერაბიშვილს დიდი დრო დასჭირდა. "დღეს კი მოვიდა ის ხალხი, ვინც თავის დროზე ცნობილი ნარკობარიგა იყო. რუსეთიდან შემოვიდა დიდი რაოდენობით ე.წ "კროკოდილი,"- აღნიშნა სააკაშვილმა, რომელმაც ორიოდე დღის წინაც ისაუბრა საქართველოში ნარკომანებისა და ნარკობარიგების მომრავლებაზე, რასაც პრეზიდენტის მინიშნებით ხელს ახალი ხელისუფლების პოლიტიკაც უწყობს. თუმცა, ტელეკომპანია „რუსათვის 2“-თან ინტერვიუში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უარყო მსგავსი ბრალდებები.
XS
SM
MD
LG