Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ს მთავრობას რუსი კანონმდებლების მიმართ სანქციებისაკენ მოუწოდებენ


32 ათასზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი ონლაინ პეტიციას, რომელიც აშშ-ის მთავრობას მოუწოდებს სანქციები დაუწესოს იმ რუს კანონმდებლებს, რომლებმაც რუს ბავშვების ამერიკაში გაშვილების აკრძალვას დაუჭირეს მხარი. პეტიცია თეთრ სახლს მოუწოდებს რუსეთის პარლამენტარების გვარები დაუმატოს იმ მოხელეთა სიას, რომლების მიმართაც უკვე შევიდა ძალაში „მაგნიტსკის აქტით“ განსაზღვრული სანქციები. თეთრი სახლი პირობას დებს, რომ 30 დღის განმავლობაში უპასუხებს ნებისმიერ პეტიციას, რომელსაც 25 ათასი კაცი უჭერს მხარს. აღნიშნული პეტიცია აქტიურად განიხილება ასევე რუსეთის სოციალურ მედიაში. ბევრი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და საზოგადოების დიდი ნაწილი აღაშფოთა საკანონმდებლო პროექტმა, რომელიც სახელმწიფო სათათბირომ გასულ კვირას მიიღო. მოსალოდნელია, რომ კანონპროექტს 26 დეკემბერს ფედერაციის საბჭო უყრის კენჭს.
XS
SM
MD
LG