Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქალიშვილის გაუპატიურების გამო ინდოეთში დაძაბულობა გრძელდება


ინდოეთის პოლიციას მეორე დღეა უხდება წყლის ჭავლისა და ცრემლმდენი გაზის გამოყენება 23 წლის ახალგაზრდა გოგოს სასტიკად ცემისა და გაუპატიურების გამო განრისხებული დემონსტრანტების დასაშლელად. ინცინდენტი 16 დეკემბერს ინდოეთის დედაქალაქ ნიუ დელიში მოხდა. მძიმე მდგომარეობაში მყოფი დაზარალებული ახალგაზრდა ქალი ჰოსპიტალში მოთავსებული. დემონსტრანტები მოითხოვენ, რომ სიკვდილით დასაჯონ ექვსი კაცი, რომლებიც ქალიშვილსა და მის მეგობარ ბიჭზე მოწყობილ შეიარაღებულ თავდასხმასა და გოგოს გაუპატიურებაში არიან ეჭვმიტანილნი. დემონსტრანტების ნაწილმა გასული ღამე ინდოეთის მმართველი „კონგრესის პარტიის“ ლიდერის სონია განდის რეზიდენციის გარეთ გაატარა. ინდოეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა კვირას განაცხადა, რომ მთავრობა განიხილავს სასიკვდილო განაჩენის საკითხს, რაც „გაუპატიურების დანაშაულზე ძალიან იშვიათად გამოიყენება.“
XS
SM
MD
LG