Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში მომხდარ თავდასხმაში ცხრა კაცი დაიღუპა


ცხრა ადამიანი იმსხვერპლა თვითმკვლელი მოიერიშის მიერ განხორციელებულმა თავდასხმამ პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში. დაღუპულთა შორის პროვინციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირიცაა. მოიერიშემ ასაფეთქებელი ნივთიერება მოქმედებაში მოიყვანა შაბათს ჰაიბერ პახტუნყვას პროვინციაში, სადაც რეგიონის მმართველი პარტიის ყრილობა გაიმართა. იერიშის ძირითადი სამიზნე იყო პროვინციის მთავრობის პრემიერ-მინისტრი ბაშირ ბოლოური, რომელიც სასიკვდილოდ დაიჭრა ნაღმის ნამსხვრევისაგან. ოფიციალური ინფორმაციით აფეთქებისას დაიჭრა 17 კაცი, სამი მათგანი უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება. მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა პაკისტანის თალიბანმა აიღო. ექსტრემისტული დაჯგუფების წარმომადგენელის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პროვინციაში მოქმედებს თვითმკვლელთა სპეციალური ჯგუფი, რომელიც „ანტი-ისლამისტ და ათეისტ მოღვაწეებს“, მათ შორის პოლიტიკოსებს ებრძვის.
XS
SM
MD
LG