Accessibility links

logo-print

საპარლამენტო უმრავლესობა საქართველოს პრეზიდენტის გამონათქვამებს აკრიტიკებს


სააკაშვილის ბოლოდროინდელი განცხადებები კლინიკურ სფეროს განეკუთვნება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი გამოსვლის კომენტირებისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვიქტორ დოლიძემ განუცხადა. "ძალიან ვწუხვარ, რადგან ეს ქვეყანას არ წაადგება. ჩვენ კოჰაბიტაციისა და ნორმალური პოლიტიკური გარემოს დამკვიდრებისკენ ვართ მოწოდებული, მაგრამ ეს კაცი ამის საშუალებას არ გვაძლევს. საქართველოს პრეზიდენტმა "ნაციონალური მოძრაობის" კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ პარტია "საკმარისად თავდაჯერებულად დაბრუნდება". საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი თინათინ ხიდაშელი კი მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტს სერიოზული პრობლემები აქვს, რადგან ვერ მიხვდა, რა მოხდა 1-ელ ოქტომბერს. "პოლიტიკური რეაბილიტაციის შანსი, ბუნებრივია, ყველას აქვს, მაგრამ ამას სჭირდება იმის გაცნობიერება, რა მოხდა 1-ელ ოქტომბერს. მე არ მაქვს იმის განცდა, რომ ისინი მიხვდნენ, რა მოხდა 1-ელ ოქტომბერს. ჩვენ არ მოგვისმენია მათგან სინანული, ბოდიშის მოხდა იმ ყველაფრისთვის, რაც 9 წლის განმავლობაში ხდებოდა. ამის ნაცვლად ვისმენთ მუდმივ შეურაცხყოფას და იმავე რეჟიმშია "ნაციონალური მოძრაობა", რაშიც იქამდე. მიხეილ სააკაშვილი შეურაცხყოფას აყენებს ყველას, ვინც განსხვავებულად აზროვნებს. ასეთ ძალას პოლიტიკური მომავალი არ აქვს", - განაცხადა ხიდაშელმა.
XS
SM
MD
LG