Accessibility links

ლახდარ ბრაჰიმი სირიაში ჩადის


სირიის კონფლიქტის მოწესრიგების საკითხში გაეროსა და არაბთა ლიგის წარმომადგენელი ლახდარ ბრაჰიმი შაბათს ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ჩავიდა, საიდანაც იგი დამასკში ჩავა - ქვეყნის ლიდერ ბაშარ ასადთან მოსალაპარაკებლად. ადრე ბრაჰიმი სპეციალური რეისით ჩაფრინდა სირიაში, თუმცა, დამასკის აეროდრომის მახლობლად ამჟამად მიმდინარე ბრძოლების გამო მას სახმელეთო ტრანსპორტის გამოყენება მოუხდა. გაეროს წარგზავნილი კვირას სირიის საგარეო საქმეთა მინისტრ ვალიდ მუალემს, ორშაბათს კი სირიის პრეზიდენტს ბაშარ ასადს შეხვდება.
XS
SM
MD
LG