Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა ერაყს ორი სამხედრო გემი გადასცა


აშშ-ის საელჩომ ბაღდადში გაავრცელა ინფორმაცია ერაყისათვის ამერიკის სამხედრო-საზღვაო ძალების ორი ერთეული სამხედრო გემის გადაცემის თაობაზე. საუბარია 60 მეტრის სიგრძის გემებზე, რომელთა გადაცემა 20 დეკემბერს მოხდა, ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის ფარგლებში. ამ ტიპის სამხედრო ხომალდებს შეუძლიათ მრავალფუნქციური საზღვაო მხარდაჭერა აღმოუჩინონ ერაყის სამხედრო-საზღვაო ძალებს. ამ თვის დასაწყისში აშშ-მა ერაყს სამი სამხედრო-სატრანსპორტო შვეულმფრენიც გადასცა.
XS
SM
MD
LG