Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტის ოპოზიცია „გაყალბებული “რეფერენდუმის“ გასაჩივრებას გეგმავს


ეგვიპტის სამოქალაქო ოპოზიცია გაყალბებულს უწოდებს რეფერენდუმს, რომელზეც მმართველი ისლამისტური პარტიის განცხადებით, ახალ კონსტიტუციას მხარი ამომორჩეველთა უმრავლეოსობამ დაუჭირა. კვირას ოპოზიციურმა ეროვნული ხსნის ფრონტმა განაცხადა, რომ გაასაჩივრებს ორ ეტაპად ჩატარებულ რეფერენდუმის, რომლის შედეგები დამახინჯდა რეფერენდუმის დროს მომხდარი „ძალადობისა და გაყალბების“ შედეგად. როგორც ფრონტის წევრმა ამრ ჰამზავიმ უთხრა ჟურნალისტებს, მათ „მოუწოდეს ცენტრალური საარჩევნო კომისიას, რათა ოფიციალური შედეგების გამოცხადებამდე გამოიძიონ უკანონო ქმედებები.“ გერმანია პირველი დასავლეთის სახელმწიფოა, რომელიც მხარს უჭერს ეგვიპტის ოპოზციის მოწოდებას.
XS
SM
MD
LG