Accessibility links

logo-print

ლახდარ ბრაჰიმი სირიაში ჩავიდა


სირიის კონფლიქტის მოწესრიგების საკითხში გაეროსა და არაბთა ლიგის წარმომადგენელი ლახდარ ბრაჰიმი შაბათს ლიბანის დედაქალაქ ბეირუთიდან დამასკში ჩავიდა. გაეროს წარგზავნილი კვირას სირიის საგარეო საქმეთა მინისტრ ვალიდ მუალემს, ორშაბათს კი სირიის პრეზიდენტს ბაშარ ასადს შეხვდება. სირიაში კი არ წყდება ძალადობა. სადამკვირვებლო ჯგუფმა კვირას განაცხადა, რომ 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა სირიის სამთავრობო ჯარის ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად. ინცინდენტი მოხდა ცენტრალურ ჰამას პროვინციაში, სადაც საავიაციო ბომბი პურის საცხობთან რიგში მდგარი ადამიანების შორიახლოს გასკდა. სირიის სამოქალაქო ომში, რომელიც 21 თვეა გრძელდება, ორივე მხრიდან 44 ათასი ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG