Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში ათობით ადამიანის შეეწირა საჰაერო დაბომბვას


გასულ კვირაში ათობით ადამიანი დაიღუპა სამთავრობო ჯარების საჰაერო იერიშის შედეგად. ინცინდენტი მოხდა ცენტრალურ ჰამას პროვინციის ქალაქ ჰალფაიაში, სადაც საავიაციო ბომბი პურის საცხობთან რიგში მდგარი ადამიანების შორიახლოს გასკდა. ქალაქს სირიელი მეამბოხეები აკონტროლებენ. ლონდონში არსებული სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის ცნობით საავიაციო იერიშის შედეგად 60 კაცი დაიღუპა, 50 კი მძიმედ დაიჭრა. დამკვირვებლები სამთავრობო ჯარების მხრიდან განხორციელებულ საავიაციო იერიშს დღემდე ყველაზე სისხლისმღვრელად მიიჩნევენ. გასული უქმეების განმავლობაში სირიის მასშტაბით 180 ადამიანი დაიღუპა. სირიის სამოქალაქო ომს, რომელიც 21 თვეა გრძელდება, ორივე მხრიდან 44 ათასი ადამიანი ემსხვერპლა. ამ ფონზე სირიაში ჩავიდა გაეროს და არაბთა ლიგის წარგზავნილი ლახდარ ბრაჰიმი, რომელიც სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასად შეხვდება.
XS
SM
MD
LG