Accessibility links

logo-print

ავღანეთში თავდასხმებსი სერია განხორციელდა


პოლიციამ ქაბულში ცხელ კვალზე შეიპყრო პოლიციელი ქალი, რომელმაც პოლიციის ეროვნულ სასწავლო ცენტრში ამერიკელი მოიჯარადრე მოკლა. ორშაბათს ჩრდილოეთ ავღანეთის ჯოვიზანის პროვინციაში, ადგილობრივმა პოლიციის ოფიცერმა ხუთი მისი კოლეგა დახოცა. პროვინციის პოლიციის ხელმძღვანელობის ინფორმაციით, პოლიციელი გაიქცა და თალიბანის მებრძოლი გახდა. ამერიკელი მოიჯარადრის მკვლელობა კი ქაბული პოლიციის მთავრი სამმართველოს შიგნით მდებარე საშტაბო შენობაში მოხდა. ესაა პირველი შემთხვევა ე.წ. ინსაიდერული თავდასხმისა, რომელიც მდედრობითი სქესის პოლიციელმა მოაწყო. როგორც ქაბულის პოლიციის უფროსის მოადგილემ გენერალმა დავუდ ამინმა უთხრა რადიო თავისუფლების ავღანურ სამსახურს, დაღუპული მოიჯარადრე კერძო ამერიკული სამხედრო ფირმის „დაინკორპის“ (DynCorp) –ის წარმომადგენელი იყო. მკვლელი ქალი კი სტაჟიანი პოლიციელი გახლდათ და იგი ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენდერულ საქმეთა დეპარტამენტში დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა. იმავდროულად
XS
SM
MD
LG