Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა დემონსტრანტებს სიმშვიდისაკენ მოუწოდა


ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა მანმოჰან სინგჰმა ორშაბათს მოუწოდა მოქალაქეებს შეინარჩუნონ სიმშვიდე და შეწყვიტონ გამოსვლები. ინდოეთის პოლიციას კვირას წყლის ჭავლისა და ცრემლმდენი გაზის გამოყენება 23 წლის ახალგაზრდა გოგოს სასტიკად ცემისა და გაუპატიურების გამო განრისხებული დემონსტრანტების დასაშლელად. სინგჰმა განაცხადა, რომ „მოქალაქეების რისხვა გულწრფელი და სამართლიანი“, თუმცა მთავრობა აკეთებს ყველაფერს ქალების წინააღმდეგ მიმართული ძალადობის პრევენციისათვის. ინცინდენტი 16 დეკემბერს ინდოეთის დედაქალაქ ნიუ დელიში მოხდა. დემონსტრანტები მოითხოვენ, რომ სიკვდილით დასაჯონ ექვსი კაცი, რომლებიც ქალიშვილსა და მის მეგობარ ბიჭზე მოწყობილ შეიარაღებულ თავდასხმასა და გოგოს გაუპატიურებაში არიან ეჭვმიტანილნი.
XS
SM
MD
LG