Accessibility links

პეტიციის ხელმომწერები „შავ სიაში“ პუტინის შეყვანასაც მოითხოვენ


საზოგადოებრივი პეტიციის ხელმომწერები აშშ-ის ადმინისტრაციას მოუწოდებენ, რომ „მაგნიტსკის სიას“ დაემატოს ვლადიმირ პუტინის გვარიც, თუკი იგი ხელს მოაწერეს კანონპროექტს, რომელიც რუსი ბავშვების აშშ-ი გაშვილებას კრძალავს. პეტიცია ინტერნეტში 21 დეკემბერს გამოქვეყნდა და მას ხელი უკვე 45 ათასამდე ადამიანმა მოაწერა. პეტიციის ხელმომწერები მოითხოვენ, რომ „მაგნიტსკის სიას“ დაემატოს სია იმ რუსი კანონმდებლებისა, რომლები ხელს მოაწერენ გაშვილების აკრძალვის შესახებ მომზადებულ ე.წ. „ანტიმანიტსკის კანონს“. ცნობილი რუსი მუსიკოსი და საზოგადო მოღვაწე ანდრეი მაკარევიჩი, რომელმაც ღია წერილი გაუგზავნა ვლადიმერ პუტინს, ფიქრობს, რომ რუსეთის პრეზიდენტის სინდისზე იქნება სიკვდილი იმ ასობით ავადმყოფი ბავშვისა, რომელთა შვილად აყვანასაც ვეღარ მოახერხებენ ამერიკული ოჯახები. ორშაბათს „ანტიმაგნიტსკის კანონზე“ ფედერაციის საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი იმსჯელებს. რუსეთის პარლამენტის ზედა პალატა კი კანონპროექტს სრული შემადგენლობით სამშაბათს განიხილავს.
XS
SM
MD
LG