Accessibility links

logo-print

პაკისტანში დაკრძალეს მოკლული მინისტრი


ეროვნული გლოვის ფონზე დაკრძალეს ორშაბათს პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთის პროვინციის პრემიერ-მინისტრი, რომელიც სხვა 8 ადამიანთან ერთად დაიღუპა თვითმკვლელის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად. მოიერიშემ ასაფეთქებელი ნივთიერება მოქმედებაში მოიყვანა შაბათს ჰაიბერ პახტუნყვას პროვინციაში, სადაც რეგიონის მმართველი პარტიის ყრილობა გაიმართა. იერიშის ძირითადი სამიზნე იყო პროვინციის მთავრობის პრემიერ-მინისტრი ბაშირ ბოლოური, რომელიც სასიკვდილოდ დაიჭრა ნაღმის ნამსხვრევისაგან. მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა პაკისტანის თალიბანმა აიღო. ექსტრემისტული დაჯგუფების წარმომადგენელის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პროვინციაში მოქმედებს თვითმკვლელთა სპეციალური ჯგუფი, რომელიც „ანტი-ისლამისტ და ათეისტ მოღვაწეებს“, მათ შორის პოლიტიკოსებს ებრძვის.
XS
SM
MD
LG