ქართველი სამხედრო მოსამსახურის გაუჩინარების გამო, გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველი მოადგილის, ბრიგადის გენერალ ვახტანგ კაპანაძის მეთაურობით ავღანეთში ქართველი სამხედროების ჯგუფი გაემგზავრა. ამასთან დაკავშირებით განცხადებას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ქართველი სამხედრო მოსამსახურე, რომლის ვინაობაც არ ხმაურდება, 19 დეკემბერს გაუჩინარდა. თუმცამ, სამხედრო მოსამსახურის ოჯახი ინფორმირებულია ოპერაციის მიმდინარეობის შესახებ. ძიება-გადარჩენის ოპერაციას ახორციელებს საერთაშორისო უსაფრთხოების სარდლობა. ავღანეთში მყოფ ქართულ ქვედანაყოფებს მიღებული აქვთ უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები.
ყველაზე პოპულარული
1