Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მოსახლეობა ელექტროენერგიას შემცირებულ ფასად მიიღებს


საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფი შემცირდა. ენერგეტიკის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია „ინტერ რაოს“-თან მოლაპარაკების დასრულების შემდეგ მემორანდუმები გაფორმდა კომპანიებთან „თელასსა“ და „ენერგოპრო“-სთან. სამინისტროს განმარტებით, მემორანდუმი ითვალისწინებს სამომხმარებლო ტარიფის 3,5 თეთრით შემცირებას აბონენტებისთვის, რომლებიც 300 კილოვატსაათამდე ელექტროენერგიას მოიხმარენ, ანუ საქართველოს მოსახლეობის 90%-ისთვის. სამინისტროს განმარტებით, თბილისში კომპანია „თელასის“ აბონენტებისათვის, რომლებიც 101კილოვატსაათ ელექტროენერგიას მოიხმარენ კილოვატსაათის ფასი 13,48 თეთრის ნაცვლად იქნება 9,94 თეთრი, ხოლო აბონენტები, რომლებიც 301კილოვატსაათმდე ელექტროენერგიას ხარჯავენ, 16 თეთრის ნაცვლად 12,46 თეთრს გადაიხდიან. 301კილოვატსაათზე მეტი ელექტროენერგიის საფასური არ შემცირებულა და 17,70 თეთრით განისაზღვრება. რაც შეეხება რეგიონებს, კომპანია „ენერგოპროს“ აბონენტებისათვის, რომლებიც 101კილოვატსაათ ელექტროენერგიას მოიხმარენ, ტარიფი 12,98 თეთრის ნაცვლად 9,44 თეთრი იქნება, ხოლო 301კილოვატსათი ელექტროენერგიისათვის 16,52 თეთრის ნაცვლად 12,98 თეთრი. ახალი ტარიფები 1 იანვრიდან ამოქმედდება.
XS
SM
MD
LG