Accessibility links

logo-print

ბეთლემში შობას ზეიმობენ


მთელი მსოფლიოდან ჩასული ქრისტიანი მომლოცველები და ტურისტები, ათასობით პალესტინელთან ერთად, დასავლეთის სანაპიროს ქალაქ ბეთლემში იკრიბებიან, რომელიც იესო ქრისტეს დაბადების ადგილად არის მიჩნეული. კათოლიკეები და მსოფლიოს სხვა ქრისტიანული კონფესიების წარმომადგენელთა უმრავლესობა ქრისტეშობის დღესასწაულს 25 დეკემბერს ზეიმობენ. წლევანდელ ზეიმს პალესტინელებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - მიმდინარე წელს მათი სტატუსი მნიშვნელოვნად გაიზარდა მსოფლიო ასპარეზზე. გასულ თვეში გაერომ მათ არა-წევრი დამკვირვებელი სახელმწიფოს სტატუსი მიანიჭა, უფრო ადრე კი იუნესკოს მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში მოხვდა ბეთლემის ქრისტეშობის ეკლესია, ისევე როგორც მომლოცველებისთვის განსაზღვრული მარშრუტი.
XS
SM
MD
LG