Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს წარმომადგენელი ასადთან მოლაპარაკების შემდეგ შეშფოთებულია


სირიის საკითხზე გაეროსა და არაბთა ლიგის წარმომადგენელი აცხადებს, რომ სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადთან მისი შეხვედრის შემდეგ ქვეყანაში არსებული ვითარება კვლავ „შემაშფოთებელია“. ლახდარ ბრაჰიმიმ ასადთან მოლაპარაკება ორშაბათს გამართა. შეხვედრის დეტალები მას არ გაუმხელია. ბრაჰიმი გამთქვამს იმედს, რომ ყველა მხარე იმუშავებს პრობლემის ისეთი გადაწყვეტისთვის, რომელიც სირიელი ხალხისთვის არის სასურველი. ბრაჰიმი ამ პოსტზე სექტემბერში დაინიშნა. მას შემდეგ სირიაში ძალადობამ ესკალაცია განიცადა. ჯერჯერობით მან ვერ შესძლო 21 თვის განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტის განმუხტვა, რადგან მთავრობა და მეამბოხეები უარს აცხადებენ ერთმანეთთან მოლაპარაკებაზე. სირიაში ამბოხება 2011 წლის მარტში დაიწყო. აქტივისტების თქმით, მას შემდეგ 40,000-მდე ადამიანია მოკლული.
XS
SM
MD
LG