Accessibility links

logo-print

ირანმა კიბერშეტევა მოიგერია


ირანის ოფიციალური პირების თანახმად, მათ დაიმორჩილეს საინტერნეტო ვირუსი, რომელმაც სამხრეთ ირანის სამრეწველო ობიექტებზე განახორციელა შეტევა. ირანის საგანგებო ერთეულმა, რომელიც კიბერშეტევებთან ბრძოლის სამსახურშია, განაცხადა, რომ ჰორმოზგანის პროვინციაზე მიტანილი ეს იერიში გაგრძელებაა ირანთან ფარული კიბერ ომისა, რომელიც 2010 წელს ბირთვულ ობიექტებს შეეხო. ცნობით, ვირუსმა დააზიანა ელექტრომწარმოებელი ფირმა. ამ ვირუსმა 2012 წელს შეანელა ირანში ინტერნეტის მუშაობა, ასევე დააზიანა ნავთობის და გაზის ჭაბურღილები, ნავთობგადამამუშავებელი ფირმები, ექსპორტის ობიექტები.
XS
SM
MD
LG