Accessibility links

რუსეთის ფედერაციის საბჭოს კომიტეტი რეკომენდაციას უწევს „მაგნიტსკის აქტის“ საპასუხო კანონს


რუსეთის ფედერაციის საბჭოს კომიტეტმა რეკომენდაცია გაუწია სამშაბათს პარლამენტის ქვედა პალატას, დაამტკიცოს კანონპროექტი, რომელიც აშშ-ის მიერ მიღებული „მაგნიტსკის აქტად“ ცნობილი კანონის საპასუხოდ შეიქმნა. კანონმდებლობამ, რომელიც უკვე დაამტკიცა სათათბირომ, უკრძალავს აშშ-ის მოქალაქეებს, იშვილონ რუსეთში ბავშვები. აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ 14 დეკემბერს მოაწერა ხელი კანონს, რომელიც დამსჯელ სანქციებს უწესებს რუსეთის ოფიციალურ პირებს, რომლებიც დაკავშირებული არიან საპატიმროში ადვოკატ მაგნიტსკის სიკვდილთან და სხვა უფლებადარღვევებთან. 24 დეკემბერს რუსეთის პროკურორებმა შეასუსტეს ბრალდება იმ ერთადერთი პირის მიმართ, რომლის საწინააღმდეგოდაც საქმეა აღძრული მაგნიტსკის სიკვდილის გამო. ციხის ყოფილ თანამშრომელს, დმიტრი კრატოვს განაჩენს გამოუტანენ პარასკევს. მაგნიტსკი საპატიმროში გარდაიცვალა 2009 წლის ნოემბერში, იქ ერთწლიანი ყოფნის შემდეგ. მისი ყოფილი კოლეგების მტკიცებით, ის პოლიციის შურისძიების მსხვერპლი გახდა მას მერე, რაც დიდი კორუპციული გარიგების საქმე გამოავლინა.
XS
SM
MD
LG