Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფინანსთა მინისტრი: მოსახლეობაზე მძიმედ აისახა ელექტროენერგიის გადასახადზე დასუფთავების ტარიფის მიბმა


თბილისის მერს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა შეახსენა, რომ ელექტროენერგიის მაღალი ტარიფი განსაკუთრებით მძიმედ აისახება სწორედ დედაქალაქის მოსახლეობაზე, რადგან გიგი უგულავას და საკრებულოს გადაწყვეტილებით მოხდა ამ გადასახადზე დასუფთავების ტარიფის მიბმა. ნოდარ ხადურის განცხადებით, ნაციონალურ მოძრაობას ცხრა წელი ჰქონდა იმისთვის, რომ ელექტროენერგიის ტარიფი თუნდაც 3,5 თეთრით შეემცირებინა. ფინანსთა მინისტრის თქმით, ახალი მთავრობა აპირებს არა ვაუჩერებით მოქალაქეების შეურაცხყოფას, არამედ ხელფასისა და პენსიის გაზრდას და ტარიფების შემცირებას, რათა ადამიანებს თავად ჰქონდეთ გადასახადების გადახდის შესაძლებლობა.
XS
SM
MD
LG